ევროპარლამენტარების განცხადება
პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო ევრო-პარლამენტარები მიმართავენ პოლიტიკური პარტიებს, რომ არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი ჩვეული ურთიერთობების გაგრძელების, მათ შორის ფინანსურ ნაწილში. ეს წერია განცხადებაში, რომელიც მრავალ საათიანი განხილვის შემდეგ გუშინ ევროპარლამენტართა ერთმა ჯგუფმა მიიღო. დოკუმენტში წუხილია გამოთქმული იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს. „საფრთხე ემუქრება ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობებს“, - ნათქვამია განცხადებში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორ საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს
