რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა. „ექიმის მოთხოვნისა და სამედიცინო კონსულტაციის მიღების უფლება ყველა მსჯავრდებულს აქვს, მათ შორის, მეც. ამიტომ ვითხოვ ექიმის შემოშვებას და შიმშილობას არ შევწყვეტ, ვიდრე მოთხოვნას არ დამიკმაყოფილებენ,“- ნათქვამია ტვიტერის პოსტში.
