რუსი ჟურნალისტი ქვეყნიდან დაგეგმილზე ადრე გაფრინდა
მას აეროპორტშიც აქციით დახვდნენ . პოზნერი საკუთარი დაბადებისდღის აღსანიშნად , მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა და საქართველოში დარჩენა სამი დღით სურდა . მისი გეგმები საპროტესტო აქციამ შეცვალა . რუსი ჟურნალისტის წინააღმდეგ ღამით მოძრაობა „ სირცხვილიას „ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ . მათ თქმით საქართველოში იმ ადამიანის შემოშვება , რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს დაუშვებელია.
