საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნას აფასებს
დავით ზალკალიანის თქმით, ყოველწლიურ ანგარიშში, სადაც საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებზეა საუბარი და რომლის მთავარი მიზანიც დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობაა, მზად არიან შენიშვნები გაითვალისწინონ და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.
