გარდაცვლილი ექიმი - შემთხვევას სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სწავლობს
ჩაფიძის კლინიკა, პედიატრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი მათ კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს. მას გულზე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა და ასევე სხვა ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა. კლინიკა, ლალი ჯავახიშვილის გარდავალებას, მის მიერ ორი კვირის წინ ჩატარებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას, არ უკავშირებს და ამბობს, რომ პაციენტი აცრის შემდეგ, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა და გარდაცვალების კავშირი ვაქცინაციასთან, გამორიცხულია.
