ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა
81 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ის კოვიდ 19-ის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მუსიკოსი, ფოლკლორისტი და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ვოკალურ ანსამბლ „რუსთავს“ 1968 წლიდან ხელმძღვანელობდა.
