შეთანხმება არ შედგა
პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება, ამბიციური საარჩევნო რეფორმა, კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა, პარლამენტში ძალაუფლების განაწილება და მომავალი არჩევნები - ეს არის ხუთი პუნქტი რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შესთავაზეს. შეთანხმება ვერ შედგა! პირველი პუნქტი 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას და იმ საკანონმდებლო ცვლილების მიღებას გულისხმობდა, რომლის მიხედვით დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნისთვის უმრავლესობაზე მეტი ხმა იქნებოდა საჭირო. მეორე პუნქტის მთავარი ხაზი მომავალი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით და ორ პროცენტიანი ბარიერით ჩატარება იყო. მესამე სასამართლო რეფორმას ითვალისწინებდა, რომელიც ყველა ინსტანციას შეეხებოდა. მეოთხე პარლამენტში ოპოზიციის სპიკერატის გაზდას, მაგალითად მინიმუმ ხუთი კომიტეტის ხელმძღვანელი სწორედ უმცირესობიდან უნდა ყოფილიყო და ბოლო, შეეხებოდა მანდატების ათვისებას, ასევე მომავალ არჩევნებში მონაწილეობის პირობას.
