ბათუმის ბულვარში მშენებლობაზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა
ტერიტორია კი მმართველობაში აჭარის ეკონომიკის სამინისტროდან ბათუმის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო. დღეს ბათუმის საკრებულოსთან ხმაური იყო. ერთ-ერთი სასტუმროსთვის პლაჟის გარკვეული ნაწილის იჯარით გადაცემას მოქალაქეები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ
