ნაციონალები ლიდერის თავისუფლებას ისევ ულტიმატუმს სწირავენ, ნიკა მელია გირაოს არ იხდის
პარტია ადასტურებს, რომ ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა. პატიმარს არჩევანის თავისუფლება აქვს. თუ ისურვებს, ბრალდების მხარე მზად არის, სასამართლოს ისევ გირაოს შუამდგომლობით მიმართოს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით ნაციონალების თავმჯდომარე ციხეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გირაოს გადახდაზე უარი თქვა და სასამართლოს გადაწყვეტილებას - პარტიის ოფისში გაექცა. რამდენიმედღიანი პერფორმანსი მაინც ციხის გზით დასრულდა, თუმცა მისივე გადაწყვეტილებით.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
