მოლაპარაკებათა დასკვნითი რაუნდი
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი მედიის ყურადღების ცენტრშია. აქ, ამ წუთებში კრისტიან დენიელსონის მედიაციიით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, გადამწყვეტი შეხვედრა იწყება. დღეს ცნობილი უნდა გახდეს, როგორც შეთანხმების ტექსტის შინაარსი, ასევე ის, თუ ვინ რა სახის კომპრომისს დათანხმდება. პოლიტიკურმა პარტიებმა თანხმობა დოკუმენტზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ, ან შეთანხმებაზე უარი თქვან
