არჩილ თალაკვაძე გურჯაანის ტექნოპარკში ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით სონღულაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, გურჯაანის ტექნოპარკში ახალგაზრდა ლიდერებს შეხვდა. დისკუსია განათლების, გარემოსდაცვით და ტექნოლოგიების სფეროში ახალგაზრდების ინიციატივებს ეხებოდა.
