მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა აქცია გამართეს
ოპოზიციური პარტიების „ევროპული საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან მოძრაობა „წინსვლის“ აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქტივისტებმა შენობებზე პლაკატები გააკრეს რომლებზეც ეუთო/ოდირის დასკვნა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებია დატანილი. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტირებით ქვეყნის საბოტაჟს ახდენენ.
