ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის საქმეზე
ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ჯერ მზად არ არის. სანამ დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება, მეგი ბაქრაძის ადვოკატები პოლიციას გარდაცვლილის მობილურ ტელეფონს გადასცემენ. ექთნის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ გამოძიებისთვის საინტერესო იქნება სამსახურის ჩათში, ექიმებს შორის არსებული მიმოწერა, რომლებიც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
