შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
დაკავებულები არიან სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები ბიძაშვილები, ჯუანშერ და ალექსანდრე ტურიაშვილები. ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სოფელ ჩუმლაყში გუშინ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის მანქანა დაცხრილეს. მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი. მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება. თავდამსხმელს შესაძლოა მსხვერპლი შეეშალა და ბადუაშვილის ნაცვლად, ვენახის მოსავლელად
