მეწყერსაშიში ზონები თბილისში
წყნეთის გზის ბაგების მონაკვეთზე ჩამოშლილი მიწის მასა საფრთხეს არ წარმოადგენს. ადგილზე სპეცტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. პარალელურად, მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოებიც. რაც შეეხება ვაშლიჯვრის ფერობის მიმდებარე ტერიტორიას, მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებთან დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე მივიდა, თუმცა მოსახლეობამ ირაკლი ბენდელიანთან საუბარი არ ისურვა. მათი თქმით, ისინი მხოლოდ კახა კალაძეს შეხვდებიან.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
