ჯანდაცვის მინისტრმა ოზურგეთში სასწრაფო, გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობა გახსნა
მესამე ტალღის ალბათობაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გურიასა და აჭარაშიც. ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის პროცესში მედიკოსებისა და მიზნობრივი ჯგუფების აქტიურ მონაწილეობაზე აკეთებს აქცენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იმუნიზაცია, რეგულაციების დაცვის პარალელურად, კოვიდ 19-ის დასამარცხებლად ერთადერთი გზაა
