“ეროვნულ გალერეაში“ სხვადასხვა რეგიონის სკოლების „დებატების კლუბის“ ხელმძღვანელი მასწავლებლების სერტიფიცირება გაიმართა
ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ მასწავლებლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინტენსიური ტრენინგი. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები დაესწრნენ. პროექტი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ „ვაისგრედ ფონდის“ პროექტის „დებატები მუზეუმებში“ მხარდაჭერით ხორციელდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც მხარდაჭერას უწევს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
