ჟენევაში მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი მიმდინარეობს
მხარეები გაეროს შენობაში უკვე შეიკრიბნენ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება- მათ შორის ზაზა გახელაძის საქმე, 2008ა წელს გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული კრიზისი, კოვიდპანდემიის გამო გაუარესებული მდგომარეობა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეში ფაქტები- ეს არის განხილვის მთავარი თემები.
