ორი თვთ ადრე დაანონსებული აქცია - რატი იონათამიშვილი "დღის ქრონიკაში"
რატი იონათამიშვილმა განმარტა, როდიდან გახდა ოპოზიციის ნაწილი რადიკალური. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ეს დაიწყო მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ გამოვიდა უმნიშვნელოვანესი გზავნილით, როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთშორისო მხარდამჭერების წინაშე, რომ 2024 წელს ჩვენ ოფიციალური განაცხადით მივმართავთ წევრობაზე ევროკავშირს. აი. ამ გზავნილმა, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან აღაშფოთა და შეაშინა, ისევე როგორც შეაშინა ჩვენი ქვეყნის მტერი რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ის, რომ ეს გზავნილი იყო ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანი, უკვე გამოიკვეთა. მაგალითად, ბოლოდროინდელი ბრიუსელისდან და ვაშინგტონიდან განცხადებები ავიღოთ, სადაც მუდმივად ტრიალებდა, რომ საქართველომ 2024 წელს უნდა მიმართოს წევრობაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
