ვალიშჯვრის ფერდობზე მიმდინარე მეწყრული პროცესი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ შეიცავს
ამას ინჟინერ-გეოლოგები მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით ამბობენ. პანიკის საფუძველი რომ არ არსებობს, ამას დედაქალაქის მერიც აღნიშნავს და კონკრეტულ მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაში ადანაშაულებს. პარალელურად, სამუშაო ჯგუფი, გერმანელ ექსპერტთან ერთად, ადგილზე მუშაობას განაგრძობს. პარალელურად, სამუშაო პროცესში, სურვილის შემთხვევაში, ის ადამიანებიც ჩაერთვებიან, რომლებიც დედაქალაქში მეწყერსაშიში ზონების თემაზე მუშაობენ.
