ვაქცინაციაზე და პირბადეებზე უარს თუ ვიტყვით, საქართველოში მესამე ტალღა ახლო მომავალში დაიწყება
განცხადებას, სპეციალურ ბრიფინგზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აკეთებს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მალე დაიწყება იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობა უარს ვაქცინაციასა და პირბადეების ტარებაზე იტყვის. დღესვე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა არ გამორიცხა, რომ ვაქცინაციაზე ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას.
