მეწყერსაშიში ზონა თბილისში
ვაშლიჯვრის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესები მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის- კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაიმეორა, რომ მიმდებარედ მცხოვრებლებს არ აქვთ პანიკის საფუძველი. აქვე მან მერის მოადგილეს დაავალა, სამუშაო ჯგუფში ჩართოს ყველა დაინტერესებული პირი, რომელიც ფერდობზე ადის და მეწყერს სწავლობს
