კითხვა პარლამენტში შესვლისა და თანამშრომლობის საკითხზე NDI-ის კვლევაში არ არის, რაც მმართველი გუნდის წევრებში გაკვირვებას იწვევს და კითხვებს აჩენს
შალვა პაპუაშვილმა კვლევის შეფასებისას განაცხადა, რომ ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია, რომელიც ახლახანს ჩატარდა. მისივე თქმით, ოპონენტების ნაწილისთვის ერთადერთი დღის წესრიგი ძალაუფლების მოპოვებაა.
