ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს, სიახლეს სთავაზობს
უწყებაში დანერგილ 400-მდე ელექტრონულ მომსახურებას, ამჯერად საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის სერვისი დაემატა. აქტივაციის მიზნით, ვებგვერდზე გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციასთან ერთად მოხდება აღნიშნული ფიზიკური პირისთვის სხვა ელექტრონული სერვისების გააქტიურებაც. აქვე შეგახსენებთ, რომ ვიდეოზარის მეშვეობით, ასევე შესაძლებელია: მომხმარებლის გვერდის აქტივაცია, პაროლის აღდგენა და მითითებული ტელეფონის ნომრის ცვლილება.
