ხურვალეთში დათა ვანიშვილს დღეს დაკრძალავენ
ადამიანს, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და მეუღლესთან ერთად იქ განაგრძო ცხოვრება,. დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. სამწუხაროდ მას მავთულხლართებს მიღმა დაკრძალავენ და ამ ხელოვნური ბარიერების გამო სამძიმრის თქმა თანასოფლელებს და ხურვალეთში ჩასულებსაც შორიდან მოუწევთ
