ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტშიიაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფებოდა
დიპლომატი სასწავლების ხელმძღვანელ პირბეს შეხვდა და ლექცია წაიკითხა თემაზე "იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები" . აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებშიც განაახლა. სასწავლებელში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, გაარძელონ სწავლა. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები
