კრისტიან დანიელსონის მისია შეუსრულებელია
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად , პოლიტიკური ვითარება კიდევ გართულდა. ერთკვირიანი მედიაციის შემდეგ გამოსავალი ისევ დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა მოძებნონ , პარალელურად, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ბრიუსელში განიხილება. რატომ დაშორდა დიალოგის დროს მხარეთა პოზიციები პასუხი ცნობილია და ის ოპოზიციის ორ მოთხოვნას უკავშირდება, მელია-რურუას გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება
