მმართველი გუნდი ოპონენტებს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ამ რეალობის შექმნა ოპოზიციის თვითმიზანი იყო, რაც დადასტურდა მათივე განცხადებებიდან. დახურული მოლაპარაკებების დეტალებს უმრავლესობა არ ასაჯაროებს, თუმცა განმარტავს, რომ ოპოზიციის მხრიდან დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა. ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს, სამართლიანი პირობების გარშემო დაუბრუნდეს დიალოგს
