მედიაციამ ორად გაყოფილი პოლიტიკური სპექტრი ვერ შეარიგა
10 საათიანი მოლაპრაკებების შემდეგ, კრისტიან დანილესონმა თბილისი დატოვა მანამდე კი მხარეებს მიმართა. შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენლემა განაცხდა, რომ „პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ქართულ პოლიტიკურ აქტორებს ეკისრებათ“. შვედი დიპლომატი თბილისში 12 მარტს ჩამოვიდა, კრისტიან დანიელსონს განსაკუთრებული მისია ჰქონდ. მან ერთი კვირის განმავლობაში ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოპოზიციის და მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან , ბოლოს ევროპელმა სტუმარმა დიალოგის ფარგლებში ორჯერ უმასპინძლა დაპირისპირებულ მხარეებს , თუმცა მედიაციამ შედეგი ვერ გამოიღო
