პრემიერ-მინისტრი ყველა მხარეს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს გამოსავლის მოძებნა
პრემიერ მინისტრი მოუწოდებს დიალოგში ჩართულ ყველა მხარეს, მაქსიმალურად მოკლე დროში, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, მოხერხდეს გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
