მეწყერსაშიში ზონა თბილისში
ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობი გეოლოგების ყურადღების ცენტრშია. წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი მიწის მასა დაიძრა. შედეგად, მეწყრული პროცესების განვითარების რისკი გაჩნდა. ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებაც. თბილისის მერია სპეციალისტებთან ერთად სწავლობს ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობს. პროცესში უახლოეს დღეებში გერმანელი ექსპერტები ჩაერთვებიან
