გერმანიის ელჩის განცხადება
„ჯერ არ მომისმენია ევროკავშირის ოფიციალური განცხადება, რომლითაც ვინმე ითხოვს საქართველოში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. პოლიტიკური პატიმრები არიან ახლა ბელარუსში, რომლებიც ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა პოლიტიკურ პატიმრებად“ - ეს განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს ეკუთვნის. ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას დიპლომატმა ევროკავშირის პოზიცია გაახმოვანა, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა შევიდნენ პარლამენტში. ელჩმა სასამართლოს რეფორმაზეც ისაუბრა. ეს განცხადებები გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გაკეთდა
