შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
