საქართველოში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო
მედიკოსები ვირუსთან ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეც წინა ხაზზე დგანან. ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს 159 იყო. გარდაიცვალა 2 პაციენტი და 328 განიკურნა. საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 21 იანვარს წარადგინა. წლის ბოლომდე, 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც დაახლოებით მილიონ 700 ათას მოქალაქეს ნიშნავს.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
