ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და არა სამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეურთდნენ. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, კანონით დასაშვებ ფარგლებს. რა ხდება ადგილზე და რას ითხოვენ აქციის მონაწილეები, ამას ხათუნა მაისურაძე გვეტყვის, ხათუნა გისმენთ.
