„ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს.
