ხვალიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება
მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი, აუდიტორიებში. ხვალიდან განახლდება სასკოლო წრეები. კვლავ ძალაში რჩება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.
