ირაკლი ღარიბაშვილი ფარული ჩანაწერების შესახებ
“უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე და ფაბრიკაცია“-ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ფარულ ჩანაწერერებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემის შესახებ პირველად ისაუბრა. თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პერსპექტივა გამოიკვეთა, ამ ფორმით სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობა სცადა. საზოგადოებას რომ კითხვები არ ჰქონდეს, განმარტა, რატომ ახსენებენ საუბრისას მინისტრებთან დარეკვას, აღნიშნა, რომ როგორც ივანიშვილების საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს, მაშინდელ სამთავრიობო უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან კომუნიკაცია უწევდა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
