რა შედეგს გამოიღებს ევროპის მედიაცია
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც საქართველოში ხდება. შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის ვიზიტი დაიწყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, მიმართონ ძალისხმევა გამოსავლის მოსაძებნად. კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტს, უმრავლესობას, მესამე სექტორს, ოპოზიციიდან დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მოუსმენს. თბილისში კიდევ ორ დღეს დარჩება და ყველა პოლიტ. სუბიექტს შეხვდება
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
