უბედური შემთხვევა გომისმთაზე
სანადიროდ წასული ოთხი მამაკაციდან ერთ-ერთი გაიყინა და გარდაიცვალა, დანარარჩენები კი კვლავ შველას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. უამინდობის გამო სამაშველო სამუშაოები კვლავ შეფერხებით მიმდინარეობს. ოთხივე ახალგაზრდა სოფელ ბოხვაურის მკვიდრია და ყველა მათგანი 25 წლამდეა. ახლობელების ინფორმაციით, ისინი გუშინ წავიდნენ გომის მთაზე, ხოლო 112-ში ზარი დღეს შევიდა
