„ქართული ოცნება“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს ეხმიანება
მმართველი გუნდის განცხადებით, ავტორიტეტული ორგანიზაციის დოკუმენტიც ადასტურებს, რომ ოპონენტების მოტხოვნა რიგგარეშე არჩევნებზე უსაფუძვლოა. ცნობისთვის ანგარიშში ნათქვამია, რომ „არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე, ვიდრე წინა წლებში“. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ მასშტაბს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
