პრემიერმა მედიაში გვრცელებულ ფარულ მასალაზე პირველი განმარტება გააკეთა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებს „11 წლის წინანდელი საუბრის ფაბრიკაცია “ უწოდა. ამასთან განმარტა რატომ ეუბნებოდა ბერა ივანიშვილი, რომ „მინისტრები დაურეკავდნენ“. მისი თქმით, სხვადასხვა საუბრიდან ფრაგმენტები არის იმდროინდელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არც იყო და თავად „ქართუ ფონდს“ წარმოადგენდა. პრემიერი ამ საქმეში თავს დაზარალებულად მიიჩნევს და ყურადღებას უკანონო მოსმენებზე ამახვილებს
