პრემიერთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონი ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ჩატარებული არჩევნების, პარლამენტში მოხვედრილი პარტიების უფლებებისა და მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტების შესახებ. ამასთან, როგორც აღნიშნა, მას სჯერა, რომ კრისტიან დანიელსონის ვიზიტი შედეგიანი იქნება და მისი გამოცდილება დაეხმარება მხარეებს არსებული სიტუაციის დაძლევაში. თავის მხრივ, სპეციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზადყოფნა შეთანხმების მისაღწევად
