ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს
აუდიენციის შემდეგ მედიისთვის კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პროცესების განმუხტვაში ევრო საბჭოს პრეზდენტის ჩართვა ადასტურებს საქართველოს მიმართ ევროკავშირის ნდობას, რაც მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ მოქმედ პირთა მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ იქნება შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისივე თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა
