ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედ-ფინალში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა
29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა თანამედროვე მსოფლიოს ჩოგბურთის ლეგენდა, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა. მატჩი საათსა და 49ა წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დასრულდა. ჩოგბურთელები აქამდე მხოლოდ 2016 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, იმ შეხვედრაში ფედერერმა ბასილაშვილს სამ სეტში 6-2, 6-1, 6-2 მოუგო. ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ნახევარ ფინალში მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანს, ამერიკელ ჰარი ფრიტზს დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 19:00 საათზე გაიმართება
