ვანო მერაბიშვილის საქმე
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2021 წლის 9-11 მარტის სხდომაზე ვანო მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს - საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ყველა სხვა ასპექტი დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი. ციტატა: „სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში - საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია.“ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში
