საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოეხმაურა
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „არჩევნები იყო მეტად მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე, ვიდრე წინა წლებში“. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე მიღებული რეფორმები იყო პირველი ნაბიჯი უფრო თავისუფალი, თანასწორი და წარმომადგენლობითი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ, რომლის ეფექტიანი განხორციელება დადებითად აისახებოდა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. აქვე საუბარია შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე, თუმცა აღნიშნულია, რომ მათ მასშტაბს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე
