ვინ არის პატრიკ დაუნი, რომელმაც „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე ისაუბრა
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ის წლების წინ რუსეთში, მოსკოვში, აშშ-ის საელჩოში მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ პერიოდში ირწმუნა, რომ რუსეთი არის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში, ამერიკა და დასავლური ქვეყნები კი კორუფციაზე არიან დაფუძნებულები. პატრიკ დაუნმა ბოლო ინტერვიუში თქვა, რომ ის უტა და ბერა ივანიშვილების ინგლისურის მასწავლებელი იყო, 2008 წლის ოქტომბერში კი ურეკში, ზაფხულის დასრულებასთან დაკავშირებულ შეკრებაზე მიიპატიჟეს, სადაც, მისი მტკიცებით, ბავშვებმა მოწამლეს. პატრიკ დაუნი ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ მსგავსი შინაარსის ბრალდებებით, ქართულ მედიაში პირველად 2012 წელს გამოაჩინეს
