ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი დილიდან შეხვედრებს მართავს
გამთენიისას ჩამოსული კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება, სადაც პრემიერმა უმასპინძლა. რამდენიმე წუთში ირაკლი ღარიბაშვილი მედიისთვის გააკეთებს კომენტარს, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მთავრობის მეთაურთან მისვლამდე, შვედი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. მე აქვე გეტყვით, რომ კრისტიან დანიელსონს საკმაოდ რთული მისია აქვს. მისი ვიზიტის მიზანია გააგრძელოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველ მარტს დაწყებული მედიაციის პროცესი
