პროკურატურა ცდილობს "ტვ პირველის" ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება-მიღება და მისი ავთენტიკურობის დადგენა უზრუნველყოს
სასამართლოს ნებართვით, საგამოძიებო უწყებამ არხისგან კონკრეტული მასალები მოითხოვა. „ტევე პირველის“ ხელმძღვანელობა სასამართლოს იმ განჩინების გასაჩივრებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას ნებართვა აქვს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა ამოიღოს. თუმცა პარალელურად, ტელეარხის ადვოკატი ამბობს, რომ მზადაა, საგამოძიებო უწყებას გადასცეს აუდიოფაილი, სადაც მოცემულია კონკრეტული ჩანაწერი. გენერალურ პროკურატურას რამდენიმე განმარტების გავრცელება მოუხდა. მათ შორის იმის ხაზგასმით აღნიშვნა, რომ არავინ გეგმავს ტელევიზიაში შეჭრას.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
